სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი :
|
ცარო გოგიჩაშვილი
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
ძველი თბილისი
|
||
კვასკოლა
|
სსიპ თბილისის 47-ე საჯარო
სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება:
როგორ ვიკვებოთ სწორად
|
|||
პროექტის სრული დასახელება „ჯანსაღი კვება“
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
თითოეული მოსწავლე იძენენ სიღრმისეულ ცოდნას საკვები პროდუქტების ჯგუფებზე, რომლებიც სასარგებლოა და აუცილებელი მათი
ჯანმრთელობისთვის. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად საკვები პროდუქტების გჯუფების
მიხედვით და დაიწყებენს კვლევა-ძიებსა, თუ რა ვიტამინებს შეიცავს პროდუქტები და
რისთვის არის სასარგებლო,რა უნდა ჭამონ, როგორ შეარჩიონ სწორად საკვები, რომელი
საკვების მიღება არ შეიძლება დიდი რაოდენობით და რატომ. მათ კვლევის პროცესში
განახორციელებენ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობას. მოამზადებენ
პრეზენტაციას. პრეზენტაციის შემდეგ კი კვლავ ჩაატარებენ გამოკითხვსა, რის
შემდეგაც დარწმუნდებიან ,რა უნდა გააკეთონ იმისათვის რომ იყვნენ ჯანმრთელები.
მიღებულს ცოდნა კი თავის თანატოლებსაც გაუზიარებენ.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ბუნება , მათემატიკა
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
სწავლების
საფეხური, კლასი III
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
ერთი თვე
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
ბუნ.III.1.მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები. შედეგი თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
· ირჩევს ობიექტებს სასიცოცხლო გამოვლინებებზე (მოძრაობა,
კვება,
სუნთქვა,
ზრდა
და
გამრავლება)
დასაკვირვებლად
და
სვამს
კითხვებს
ბუნ.III.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
· ადგენს კვების
საკუთარ
რაციონში
შემავალი
პროდუქტების
სიას
და
გამოყოფს
ადამიანისთვის
აუცილებელ
საკვებ
პროდუქტთა
ჯგუფებს
(მაგ.,
ბოსტნეული,
მარცვლეული,
რძის
პროდუქტები);
· კითხულობს საკვები
პროდუქტის
ეტიკეტს
(დასახელება,
გამოყენების
ვადა)
და
საზღვრავს
პროდუქტის
ვარგისიანობას.
მათ. III.12. მოსწავლეს შეუძლია
დისკრეტული
რაოდენობრივი
და
თვისობრივი
მონაცემების
მოწესრიგება
და
წარმოდგენა.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
აჯგუფებს
მონაცემებს
არაუმეტეს
ორი
ნიშნით
და
ასახელებს
ნიშნებს,
რომელთა
მიხედვითაც
მოახდინა
დაჯგუფება;
მათ. III.13. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი
და
რაოდენობრივი
მონაცემების
ინტერპრეტირება.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
აღწერს/განმარტავს
პიქტოგრამის
და
ცხრილის
სახით
წარმოდგენილ
მონაცემებს
სიტყვიერად
ან
წერილობით;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
სწავლისა
და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა
და გამომგონებლობა
● მუშაობის
ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი
იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
• იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
• სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
• პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო,
მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო
წიგნიერება
•
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული
და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ
საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
•
ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური
და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
•
საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების
მონიტორინგი;
•
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
·
მოსწავლე დაიცავს
პირადი ჰიგიენის წესებს.
·
შეადგენს კვების
საკუთარ რაციონს
·
გამოყოფს საკვები პროდუქტების
ჯგუფს
·
ინფორმაციას მიიღებს პროდუქტებში
შემავალ ვიტამინებზე, ჯანსაღ კვებაზე
·
შეძლებს წაიკითხოს
საკვებ პროდუქტებზე ეტიკეტი
·
მიიღებს საჭირო
ინფორმაციას პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ
·
შეძლებს გამოკითხვის
ჩატარებას და ცხრილებისა და წარმოადგენს პიქტოგრამების სახით .
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები ?
|
||
თემატური კითხვები
|
რისთვის
გვჭირდება საკვები?
როგორ ფიქრობთ,
რომელი საკვებია შენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რატომ?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
რა ინფორმაციას
გვაწვდის ეტიკეტი საკვებ პროდუქტებზე ?
რა არის კვებითი
პირამიდა ?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწტისი
|
შეკითხვების დასმა
·
შეპირისპირებითი
ცხრილები
·
დღიურები
ვ-მ-ვ
სქემა
|
დღიურები
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
·
მოსწავლეები ჩაატარებენსგამოკითხვას,
ვინ რომელ პროდუქტს მიირთმევს, რომელსაც წარმოადგენენ ცხრილისა და პიქტოგრამის
სახით
·
საპროექტორუბრიკა
|
ცხრილები
· პრეზენტაციის
რუბრიკა
თანამშრომლობითი
შეფასება
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
·
დასკვნითი
ანალიზი
პროექტის გეგმა
·
შეკითხვების დასმა
ბლოგის, ან მოთხრობის რუბრიკა
·
დასკვნითი
ანალიზი
|
·
პრეზენტაციის რუბრიკა
დღიურები
საპროექტო
რუბრიკა
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
პროექტის ფარგლებში რამდენჯერმე მივმართავ მოსწავლეების
საჭიროებების შეფასებას საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით. მოსწავლეები
იმუშავებენ დღიურებში და რეგულარულად განაახლებენ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“
სქემას. მოცემული დოკუმენტები დამეხმარება მოსწავლეების ცოდნის პროგრესის შეფასებაში.
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები შეიმუშავებენ პროექტის გეგმას, რომელიც სწავლის
პროცესში დაეხმარებათ. პროექტის
განხორციელების პროცესში მოსწავლეები აგრეთვე გამოიყენებენ პროექტის რუბრიკას. მოსწავლეების
მიერ საკვებ პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიების დასრულების შემდეგ, შევამოწმებ შევსებულ ფორმას და განსაზღვრავ
მოსწავლეების საჭიროებებს მონაცემთა შეგროვების და ჩაწერის საკითხებში.
საინფორმაციო ბიულეტენზე ჯგუფური მუშაობისას, მოსწავლეები
გამოიყენებენ კრიტერიუმების ჩამონათვალს. პროექტის ჯგუფური სპეციფიკიდან
გამომდინარე, მოსწავლეები მიმართავენ თანამშრომლობით შეფასებას საკუთარი
სამუშაოს ერთობლივად შეფასებისთვის.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ ცოდნას და შემდგომ
ნაბიჯებს. მათი საბოლოო პროდუქტი პროექტის რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარე ცოდნა
|
|||
მოსწავლეები ფლობენ
ცოდნას საკვებ პროდუქტებზე, იციან რომელი პროდუქტები მიეკუთვნება რძის
პროდუქტებს, მარცვლეულს, იციან ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთისგან განცხვავება,
გააჩნიათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, ფლობენ ისტ ტექნოლოგიებს ( შეუძლიათ
სურათის ჩამოტვირთვა, მარტივი სლაიდშოუს შექმნა, ტექსტის ბეჭვდა, დაკოპირება და
ჩასმა... ), გააჩნიათ კვლევა-ძიების და პრეზენტაციის უნარი.
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
მოდულისთვის მომზადება
ეწვიეთ
სკოლის სასადილოს ან სუპერმარკეტს, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან საკვებ
პროდუქტებს, საკლასო ბიბლიოთეკა მოამარაგეთ საჭირო თემაზე სახელმძღვანელოებით.ინტერნეტში
მოიძიეთ სასარგებლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება ჯანსაღ კვებაზე
ინფორმაციის მოძიებასა და კვლევის
ჩატარებაში.
მოდულის
გაცნობა
კლასში ჩატარდა
გამოკითხვა ვინ რომელი პროდუქტით იკვებება, ვის რა უყვარს. გამოკითხვამ აჩვენა
რომ მოსწავლეების უმეტესი ნაწილი არასწორად იკვებება, მათ არ უყვართ ისეთი
პროდუქტები , რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობისათვის.
„ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე“ ცხრილში. მოსწავლეებს სთხოვეთ, იფიქრონ, თუ რა იციან საკვები
პროდუქტების ჯგუფებზე,მოდულის მსვლელობაში მოიზიონ ინფორმაცია საკვებ პროდუქტებე
და მათ აუცილებლობაზე.
მას
შემდეგ, რაც კლასი შეავსებს „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ ცხრილს, ჰკითხეთ მოსწავლეებს, თუ როგორ იკვებებიან
სახლში,მოსწავლეებს აცნობეთ, რომ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მათ უნდა
ჩაატარონ კვლევა. აუხსენით, რას ნიშნავს კვლევა და როგორ უნდა ჩატარდეს ის.
დარწმუნდით, რომ ყველა მოსწავლემ ყველაფერი გაიგო და დაყავით კლასი
ჯგუფებად.
დაიწყეთ ფიქრი ზოგადი კითხვის
შესახებ: რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის ,რომ ვიყოთ ჯანმრთელები?
თავიანთი პასუხები დააფიქსირონ
ფურცელზე, რომელსაც გამოაკრავთ და იმსჯელებენ მის ირგვლივ.
კვლევის მომზადება
იმისთვის,
რომ პასუხი გასცენ თემატურ კითხვებს:რისთვის გვჭირდება საკვები?
როგორ ფიქრობთ, რომელი საკვებია შენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი? რატომ? მოსწავლეებს დაურიგეთ საკვები პროდუქტების სია . დაყონ ისინი
ჯგუფებად, რაიმე ნიშნის მიხედვით და
დაარქვან სახელი. დაასახელონ რომელ საკვებს მიიჩნევენ მნისვნელოვნად და
რატომ?
კვლევის ჩატარება
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები
წყვილებში შეიმუშავებენ კვლევის ფორმებს და გააკეთებენ პროგნოზს, სთხოვეთ,
მოიარონ კლასი და ყველა მოსწავლე გამოჰკითხონ.
შეახსენეთ, რომ მათ მხოლოდ თავიანთ თანაკლასელებს უნდა ჰკითხონ, ვინ რომელი პროდუქტით იკვებება, ვის რა უყვარს. გამოკითხვამ აჩვენა
რომ მოსწავლეების უმეტესი ნაწილი არასწორად იკვებება, მათ არ უყვართ ისეთი
პროდუქტები , რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობისათვის.
მონაცემების ანალიზი
მას შემდეგ, რაც კვლევის
განმახორციელებელი მოსწავლეები კლასში ყველა მოსწავლეს გამოჰკითხავენ და საჭირო
მონაცემებს შეაგროვებენ, კვლევის
ფორმაში თითოეული გამოთვლიან ჯამს და
გადაიტანენ ამ ინფორმაციას თავიანთ ცხრილებში , შემდეგ პიქტოგრამას შექმნიან.
დააკვირდებიან მონაცემებს.
სააზროვნო შეკითხვების დასმა
მოსწავლეებს სთხოვეთ, იფიქრონ შინაარსობრივ შეკითხვაზე : რა ინფორმაციას გვაწვდის ეტიკეტი საკვებ
პროდუქტებზე ?
რატომ არის
წყალი აუცილებელი ადამიანის ორგანიზმისთვის?
რატომ უნდა
შედიოდეს კვების რაციონში ხილი და ბოსტნეული? რძის პროდუქტი, მარცვლეული და
ბურღულეული?
მოსწავლეების
პასუხები ჩაიწერეთ .
მოსწავლეებს
გააცანით შემდეგი სცენარი:
წარმოიდგინეთ, რომ ახალი სასურსათო მაღაზიის მფლობელი ხართ და
გსურთ, მომდევნო კვირას დაგეგმილ საზეიმო გახსნამდე თქვენი მაღაზია გაამდიდროთ სხვადასხვა
პროდუქტით. თქვენი მიზანია, მაღაზიაში შეიტანოთ ისეთი პროდუქტი, რომლებსაც
თქვენი კლიენტები შეიძენენ , რომელთა უცბად გაყიდვით მოგებასაც ნახავთ. გსურთ
რა, წარმატება მოუტანოთ თქვენს მაღაზიას, უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, თუ
რა სახეობის პროდუქტს შეიტანთ და თითოეული სახეობის რა რაოდენობით უნდა
დააკომპლექტოთ თქვენი მაღაზია. რა სახეობის
ან რა სახეობების პროდუქტი გაიყიდება
თქვენს მაღაზიაში?
სცენარის
გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს მიეცით დავალება, კვლევის მეშვეობით გაიგონ, რა
პროდუქტი უნდა იყიდებოდეს მათ მაღაზიაში. იმისთვის, რომ კვლევის ჩატარებაში დაეხმაროთ, გამოაქვეყნეთ
კვლევის შემდეგი კითხვები:
სასურსათო მაღაზიის რეკლამის მომზადება
კვლევის
დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დაავალეთ ახალ მაღაზიაში გასაყიდი პროდუქტებისათვის
სარეკლამო პლაკატის შექმნა. შეახსენეთ, რომ მათ მიერ არჩეული პროდუქტები უნდა
აკმაყოფილებდნენ სცენარში მოცემულ კრიტერიუმებს და მათი არჩევანი კვლევის
შედეგებზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუ შესაძლებელია, მოსწავლეებს აჩვენეთ პლაკატის ნიმუშები და აუხსენით, რომ ისინი
მოკლე და დამაჯერებელი უნდა იყოს. მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავეთ მითითებები და
კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელიც მათ პლაკატზე იქნება ასახული. პლაკატები
შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ელემენტს, როგორიცაა სურათი, სათაური, მოკლე
აღწერა, ფასი, ვიტამინების შემცველობა, და გამოყენების ინსტრუქციები.
მას
შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ თავიანთ პლაკატზე მუშაობას, დაყავით ისინი
სამ-ოთხკაციან ჯგუფებად და სთხოვეთ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ნამუშევრები.
მცირე ჯგუფებში თავიანთი ნამუშევრების გაზიარების შემდეგ მთელი კლასი კვლავ
შეკრიბეთ და ჩაატარეთ მოხსენებითი სესია. უხელმძღვანელეთ განხილვას, რომელიც
მოსწავლეებს დაეხმარება, განსაზღვრონ, რა ტიპის პროდუქტებია ყველაზე სასარგებლო
და რატომ. ამის შემდეგ გამოაკარით პლაკატები დერეფანში რათა ისინი სხვა კლასის მოსწავალეებმაც ნახონ.
კვებითი პირამიდის შესწავლა
შინაარსობრივი კითხვების "რა არის კვებითი პირამიდა?" საპასუხოდ და გასააზრებლად მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ კვებითი პირამიდა. მიმოიხილეთ თითოეული ჯგუფი. მოსწავლეები წაახალისეთ, რომ დაასახელონ მაგალითები და მათი შეხედულებების მიხედვით დაამატონ საკვები თითოეულ ჯგუფში. აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლეებს, რომ ხორცის ჯგუფი შეიცავს თხილეულს და კვერცხს. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიაზრებენ თუ როგორ არის აგებული კვებითი პირამიდა, წაიკითხეთ "საუბრები ჯანსაღ კვებაზე. დამრიგებლის წიგნი", ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, 2011.
მოსწავლეთა მულტიმედიური პრეზენტაციების შექმნა
მას
შემდეგ, რაც მოსწავლეები კვლევას დაასრულებენ, აცნობეთ მათ, რომ პრეზენტაცია უნდა შექმნან, რომელშიც მოკლედ
მიმოხილული იქნებოდა ნასწავლი მასალა და რომლითაც ისინი თავიანთ კლასს გააცნობენ
დავალებებში მოცემულ საკვები პროდუქტების ჯგუფებზე, კვების პირამისაზე.პრეზენტაციები
უნდა ეფუძნებოდეს აქამდე განხილულ საკითხებს .
დაურიგეთ
მოსწავლეებს პრეზენტაციის კრიტერიუმების სია და სანამ მასზე მუშაობას
შეუდგებოდნენ, უპასუხეთ მათ კითხვებს. ნება დართეთ, პრეზენტაციის მომზადებისას
გამოიყენონ აღნიშნული ჩამონათვალი გზამკვლევის სახით. მოსწავლეებს სთხოვეთ, ქაღალდზე ჯერ შავად დაწერონ. შეადგინეთ
მოსწავლეთა კონფერენციების განრიგი, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა კომპონენტი
მზადაა, შეასწორონ გრამატიკული შეცდომები და უპასუხონ მოსწავლეთა მოსალოდნელ
შეკითხვებს. როცა მოსწავლეებს გასწორებული შავი ნაწერი ექნებათ, დაავალეთ მათ პრეზენტაციის
მომზადება. თითოეულ ჯგუფს სთხოვეთ, გააცნონ თავიანთი პროექტი დანარჩენ კლასს.
თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ ჩაატარეთ მოხსენებითი სესია. მიეცით
მოსწავლეებს საკმარისი დრო ნასწავლ მასალასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის
გასაცემად, მოსაზრებების გასაზიარებლად და დასკვნების გამოსატანად. მოსწავლეთა
პრეზენტაციების შესაფასებლად ისარგებლეთ პრეზენტაციის
ქულობრივი შეფასების გზამკვლევით.
ყველა
ჯგუფის პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ უხელმძღვანელეთ ზოგადი კითხვის განხილვას .
მოისმინეთ მოსწავლეთა პასუხები და დაამატეთ ისინი ფლიპჩარტის ფურცელზე, რომელზეც
ჩანაწერების გაკეთება მოდულის
დასაწყისში დაიწყო.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
მყავს დაუნის
სინდრომის მქონე მოსწავლე, რომელსაც დავალებები შევუდგინე ინდივიდუალურად.
სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე მივამაგრე ისეთ ჯგუფს, რომელიც შეძლებს, დახმარება
გაუწიოს; გამოვუყავით მეტი დრო დავალების შესასრულებლად და მივეცი დავალებები
შეცვლილი სახით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად
გამოივიყენე
ნიმუშები და სხვა დამხმარე საშუალებები, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება საბოლოო
პროექტის შემუშავებაში
|
||
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
მოსწავლე, რომელიც არის
რუსულენოვანი მივაწოდე გარკვეული კვლევითი მასალა მოსწავლის მშობლიურ ენაზე,
აუდიომასალა, შესაბამისი საკითხავი დონის ბეჭდვითი მასალა.
ნება დავრთე, პროექტზე მუშაობისას გამოიყენოს მარტივი წინადადებები, მივეცი
ინდივიდყალური დავალებები მაგ. ფოტო-ვიდეო მასალაზე მუშაობა. მივამაგრე ისეთ მოსწავლეს,
რომელმაც კარგად იცის რუსული ენა. ვითანამშრომლე მშობელთან, რომელსაც ასევე
ვაძლევ მითითებებს , როგორ გაუწიოს მოსწავლეს სახლში დახმარება.
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
მოსწავლე , რომელსაც განვითარებული აქვს
ხატვის ნიჭი, ასეთ მოსწავლეს დაევალებე გაზეთის გაფორმება. კვების პირამიდის
დახატვა.
მოსწავლე ,
რომელსაც აქვს მათემატიკური ნიჭი, ასეთი მოსწავლეები გამოკითხვის შედეგებს
წარმოადგენენ პიქტოგრამის სახით .
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა
----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|
ბეჭდური მასალები
|
III კლასის ბუნების სახელმძღვანელო.( კვანტალიანი, ბლიაძე )
"საუბრები ჯანსაღ კვებაზე. დამრიგებლის წიგნი", ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, 2011.
|
||
ინვენტარი/მასალები
|
საკვები პროდუქტები, ეტიკეტები, ციფრული კამერა
|
||
ინტერნეტრესურსები
|
https://medportal.ge
https://ka.wikipedia.org
|
||
სხვა რესურსები
|
სტუმრად
სუპერმარკეტში კონსულტატთან, პარალელური კლასის მოსწავლეები, მშობლები
|
||
No comments:
Post a Comment